თელავის მერიამ საპატიო მოქალაქის წოდება 7 პირს მიანიჭა
თელავში ,,ერეკლეობის” დღესასწაულის ფარგლებში 2019 წლის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის გადაწყვეტილებით, თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა მუსიკოს სოსო სოსლანბეგ შავლოხოვს, პროფესორ თენგიზ კაციტაძეს, მეცენატ ანზორ ჯაფარიძეს, პროფესორ მაყვალა მიქელაძეს, პედაგოგ ლირა სუმბაძეს, ექიმ ბელა აფხაზავასა და პედაგოგ ლია მუმლაურს.
ღვაწლმოსილი თელაველები წოდების დამადასტურებელი მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დააჯილდოვა.