15 თებერვლიდან რესტორნებს და კაფეებს ღია სივრცის გახსნის უფლება ექნებათ
კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები 15 თებერვლიდან შეძლებენ გარე სივრცეებში მუშაობას, გარდა შაბათ-კვირისა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც გამკაცრდება. ის სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელი, კი რომელიც წესებს არ დაემორჩილება 10 000 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღო.