ახალი ამბები

განახლებული ნადიკვარი ვიზიტორებს ზაფხულიდან უმასპინძლებს- ვიდეო

თელავში, პარკ ,,ნადიკვარზე,, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკში არსებული გორა, რომელიც 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაიჭრა, სრულად ამოივსება.

დაგეგმილია ასევე ფანჩატურების, ტერასების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები.

რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს.