8 თებერვლიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იწყებს მოძრაობას
8 თებერვლიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სატეტსო რეჟიმში იწყებს მოძრაობას. აღნიშნულ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შეიქმნა ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 20 მძღოლი.
ასევე ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 მარშრუტი:
პირველი მარშრუტი მოიცავს საკოლმეურნეო ბაზარს, ქეთევან წამებულის ქუჩას, ერეკლე ll-ის მოედანს, არსენიშვილის ქუჩას, ფალიაშვილის ქუჩას, საავადმყოფოს,ლეონიძის ქუჩას, სპორტსკოლას, ნადიკვარს, ბატონის წყალს, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებს.
მეორე მარშრუტი მოიცავს საკოლმეურნეო ბაზარს, ალაზნის გამზირს,სეხნიაშვილის ქუჩას, კავკასიონის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის, ბახტრიონის, უნივერსიტეტის ქუჩებს, ასევე ზუზუმბოს, უნივერსიტეტს, კოლეჯს, ჩოხელის ქუჩას, ერეკლე II-ის მოედანსა და საკოლმეურნეო ბაზარს.
მესამე მარშრუტი მოიცავს ასევე საკოლმეურნეო ბაზარს, ჭავჭავაძის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, თბილისის გზატკეცილს,თელიანის ქარხანას, მშვიდობის ქუჩას,თბილისის გზატკეცილს, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებს და ვარდისუბნის წრიულს. ასევე ჭავჭავაძის ქუჩას და საკოლმეურნეო ბაზარს.
მეოთხე მარშრუტი მოიცავს საკოლმეურნეო ბაზარს, ჭავჭავაძის, თამარის, დავითაშვილის ქუჩებს, თბილისის გზატკეცილს, მშვიდობის ქუჩას, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩას. ასევე საკოლმეურნეო ბაზარს.
ამ დროისთვის თელავს ყავს 5 ავტობუსი, რომლის რიცხვიც უახლოეს პერიოდში 10-მდე გაიზრდება.
მთლიანობაში კი თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.