თელავში ახალმა ბაზარმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო- ფოტორეპორტაჟი
თელავში ახალმა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო. ბაზარში მუშაობა გამყიდველებმა უკვე დაიწყეს.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოვაჭრეების რიცხვი მცირეა, თუმცა მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.
,,ადგილზე იქნება როგორც შიდა ისე გარე ვაჭრობა, ყველა მსურველი შეძლებს გაყიდოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ასევე მოეწყობა პატარა, თელავური ,,მშრალი ხიდი” რათა მოსახლეობამ შეძლოს სახლში გამოუყენებელი ან ძველი ნივთების გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება შაბათ–კვირის ბაზრობის წესის შემოღებაც. ბაზარი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას”, –განაცხადა ბაზრის მეპატრონემ გელა კირვალიძემ.