რას მოიცავს თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა- გადაცემა ,,ღია სტუდიის” ანონსი
მალე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას უყრის კენჭს.
გეგმა რომელიც შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს 17:00 საათზე, რადიო ,,კახეთის ხმის” ღია ეთერში ვისაუბრებთ. გადაცემის მიმდინარეობისას გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრებს დოკუმენტზე მომუშავე შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის წარმომადგენელი ვახტანგ კასრელიშვილი.
გადაცემის დაწყებამდე და მის მიმდინარეობისას ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა დასვას მისთვის სასურველი კითხვა, რომელსაც კვალიფიციური პასუხი გაეცემა.