არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებიბლოგები

გურჯაანის 31-ე უბანზე საარჩევნო ბიულეტენებს არასწორად ხევდნენ

ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის 31-ე უბანზე ხმაური იყო.
,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის განცხადებით, რეგისტრატორები ბიულეტენს ისე ხევდნენ რომ 2 ნომერი ყუაზე რჩებოდა. ბიულეტენის არასწორად დახევის ფაქტის knews.ge-სთან ადასტურებს გურჯაანის #9 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
,,მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც თავმჯდომარემ დროულად შეამჩნია და ჩაანაცვლა რეგისტრატორი. პრობლემა აღმოფხვრილია და საარჩევნო პროცესი გრძელდება. ბიულეტენებს კი, თუ კაბინაში არ იყო შეტანილი, ჩამოაჭრიდა კუთხეს და გაუქმდებოდა”, – აცხადებს მაია ჩუთლაშვილი.