გურჯაანის და დედოფლისწყაროს 3 სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის #1 და სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი გადაიდო.
აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს პროცესი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. როდის განახლდება აღნიშნულ სკოლებში სწავლის პროცესი ამ დროისთვის უცნობია.