პანკისის ხეობის სოფელ ომალოსა და ხალაწანში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ხმის მიცემის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა.
ახმეტაში საკრებულოს დეპუტატად კენჭს 11 კანდიდატი იყრიდა.