არჩევნებიარჩევნები 2020ვიდეორეპორტაჟი

შეხვედრა ,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან

სააგენტომ knews.ge და რადიომ ,,კახეთის ხმა” საარჩევნო საკითხებზე გადაცემების ციკლი დაიწყო.

ინტერნიუს ჯორჯიას პროექტის ფარგლებში, თელავის-ყვარლის-ლაგოდეხის და ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ ხუთი დეპუტატობის კანდიდატის მონაწილეობით მომზადდა გადაცემა, რომლის ნახვა და მოსმენა მსურველებს knews.ge-ს ოფიციალურ გვერდზე და რადიოს ეთერში შეეძლოთ.

მესამე  გადაცემა ,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თელავი-ყვარელი-ახმეტა- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილს დაეთმო.

კანდიდატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო პროგრამაზე და ახალგაზრდულ მიმართულებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე ბიზნესის და ქალი მეწარმეების ფინანსურ გაძლიერებაზე, ისაუბრა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.