არჩევნებიარჩევნები 2020ვიდეორეპორტაჟი

შეხვედრა ,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან იოსებ პარწიკანაშვილთან

სააგენტომ knews.ge და რადიომ ,,კახეთის ხმა” საარჩევნო საკითხებზე გადაცემების ციკლი დაიწყო.

ინტერნიუს ჯორჯიას პროექტის ფარგლებში, თელავის-ყვარლის-ლაგოდეხის და ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ ხუთი დეპუტატობის კანდიდატის მონაწილეობით მომზადდა გადაცემა, რომლის ნახვა და მოსმენა მსურველებს knews.ge-ს ოფიციალურ გვერდზე და რადიოს ეთერში შეეძლოთ.

მეხუთე გადაცემა ,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თელავი-ყვარელი-ახმეტა- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, იოსებ პარწიკანაშვილს დაეთმო.

კანდიდატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო პროგრამაზე და ახალგაზრდულ მიმართულებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე ბიზნესის და ქალი მეწარმეების ფინანსურ გაძლიერებაზე, ისაუბრა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.