ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 31 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.
როგორც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სადამკვირვებლო მისია მოიცავს ათივე რეგიონს და ის დაახლოებით ასკაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ჩაჩავას ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან საქართველოს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებსაც.
“წელს პირველად ჩვენი მისია ერთობლივად აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. ჩვენს გერმანელ პატნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ ის საერთო პრინციპები, რომელიც აუცილებლია ყველა სადამკვირვებლო მისიისთვის, მიუკერძოებლობა, არაპარტიული მიკუთვნება, გამჭვირვალობა, სიზუსტე, არის ის მთავარი პრინციპები, რითაც ჩვენი სადამკვირვებლო მისია განახორციელებს 2020 წლის არჩევნების მონიტორინგს”,- განაცხადა ჩაჩავამ.