„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სოფელ ლეჩურში სასტუმრო „სვიანა“ გაიხსნა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა“ ოფიციალურად გაიხსნა.
18 ნომრიანი სასტუმროში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდებარეობს, ქართული ტრადიციული კერძების ორი რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.
პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანა“-ს დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
“სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს. სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმროს დავუჭირეთ მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო აღნიშნული პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან,” – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.