კახეთში 7 სკოლა კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
კახეთის რეგიონში 7 სკოლა კორონავირუსის დაფიქსირების გამო დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში პედაგოგებს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ კორონავირუსი, რის გამოც ეპიდემიოლოგებმა მათი დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
,, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადართული სოფელ ერისიმედის, ველისციხის, თელავის პირველი, თელავის მეშვიდე, წინანდლის, გულგულის და ყვარლის მეორე სკოლები”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
გასული 24 საათის მანძილზე კახეთის რეგიონში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.