კახეთში კორონავირუსის კიდევ 24 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბიოლოგიური ნიმუშების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები თელავში, ლაგოდეხში და ახმეტაში გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 11 თვის ჩვილს, რომელიც სავარაუდოდ ძმისგან დაინფიცირდა. ამ დროისთვის ბავშვი სტაციონარშია მოთავსებული.
ვირუსი დაუდასტურდა ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს.
არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის კორონავირუსით დაინფიცირებული 84 წლის პაციენტი, რომელიც თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში თანმხლები დაავადებებით მოათავსეს.
ვირუსი დაუდასტურდა ასევე თელავში მერიის ერთი თანამშრომელს და ორ არასრულწლოვანს.
ვირუსის ახალი შემთხვები დაფიქსირდა ახმეტაში. COVID-19 დაუდგინდა პანკისის ხეობის მკვიდრს, სუფთა სახლის თანამშრომელს, მამა-შვილს და საბავშვო ბაღის პედაგოგს.
დღეს ტექსტირება 374 ადამიანს ჩაუტარდა. თვითიზოლაციაში 1020 მოქალაქე რჩება, ხოლო თვითიზოლაციიდან მოიხსნა 141 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი და მათი რიცხვი 114-მდე გაიზარდა.