ორ დღეში კახეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 პირი კი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში კახეთის რეგიონში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისი განმარტებით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისა, ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.
ხიზანიშვილის თქმით, სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 446 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
,,ბოლო 2 დღეში, 27-28 ოქტომბერს, კახეთში გამოვლინდა კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -30, გურჯაანი -103, დედოფლისწყარო -17, ყვარელი -66, სიღნაღი – 45, ლაგოდეხი -43, თელავი – 130, საგარეჯო – 12.
რეგიონში აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 332 ინფიცირებული, მათგან 30 მკურნალობს კოვიდ კლინიკაში, 301 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 იმყოფება კარანტინში, 114 პირი გამოჯანმრთელდა და 1 გარდაიცვალა”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, საკარნტინე 3 სივრცეში ამჟამად იზოლირებულია 112 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1020 მოქალაქე.
კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 32035 PCR ტესტირება.