თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში განაახლებს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ, ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო მიიღო.
საბჭოს ერთ- ერთი წევრის, ნინო კახაშვილის თქმით, არადისტანციურად, მხოლოდ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება.
,,პედაგოგების და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის აკადემიურმა საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, შევინარჩუნებთ ჰიბრუდულ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩავატარებთ აუდიტორიებში. დანარჩენი პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება “,-განაცხადა კახაშვილმა.