შეხვედრა ,,თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მაია წერეთელთან
სააგენტომ knews.ge და რადიომ ,,კახეთის ხმა” საარჩევნო საკითხებზე გადაცემების ციკლი დაიწყო.
ინტერნიუს ჯორჯიას პროექტის ფარგლებში, თელავის-ყვარლის-ლაგოდეხის და ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ ხუთი დეპუტატობის კანდიდატის მონაწილეობით მომზადდა გადაცემა, რომლის ნახვა და მოსმენა მსურველებს knews.ge-ს ოფიციალურ გვერდზე და რადიოს ეთერში შეეძლოთ.
მეოთხე გადაცემა ,,თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თელავი-ყვარელი-ახმეტა- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, მაია წერეთელს დაეთმო.
კანდიდატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო პროგრამაზე და ახალგაზრდულ მიმართულებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე ბიზნესის და ქალი მეწარმეების ფინანსურ გაძლიერებაზე, ისაუბრა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.