ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები ხმის მისაცემად უბანს თავად აარჩევენ
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი მოამზადა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს ხმის მიცემას უადვილებს.
დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები ხმის მისაცემად უბანს თავად აარჩევენ.
,,ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის’‘,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.