კახეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის 317 საარჩევნო უბანია შექმნილი
კახეთში 2 მაჟორიტარული ოლქია შექმნილი. საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონში 317-მა საარჩევნო უბანმა დაიწტო მუშაობა.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობაა 6, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 34.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მე-9 საარჩევნო ოლქში, რეგისტრირებულია 149 542 ამომრჩეველი.
ოლქში შექმნილია 163 საარჩევნო უბანი, საიდანაც მარტივად ადაპტირებული 17 -ია, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობაა 27.