ახალი ამბები

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში

კახეთში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მკვეთრად იკლო კორონავირუსით დაინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა.

გუშინ რეგიონის მასშტაბით ვირუსით მხოლოდ 20 მოქალაქე დაინფიცირდა და მათი საერთო რაოდენობა 11 644- მდე გაიზარდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით განახლებული ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია:
ახმეტა-769, გურჯაანი-2714, დედოფლისწყარო -787, თელავი -2617, ლაგოდეხი – 1570, საგარეჯო -1407, სიღნაღი-827 და ყვარელი -953.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში მკურნალობის კურსს 154 ადამიანი გადის, მათ შორის 103 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 51 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში 294 მოქალაქე რჩება, თვითიზოლაციიდან კი 32 მოიხსნა. რეგიონში ვირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა.