დღეიდან რეგულაციების ნაწილი იხსნება
1 მარტიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
ფუნქციონირებას აღადგენენ საჯარო და კერძო ბაღები.
კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურად ჩატარებას შეძლებენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.
ფუნქციონირებას 8 მარტიდან განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში გარდა შაბათ-კვირისა.
მარიამ ოქროცვარიძე