ახალი ამბები

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში „გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების“ შესახებ ცნობებით

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ე.წ. ეუთო/ოდირი) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით და ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში.

მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გაჟღერების უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.