კახეთის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა
2021 წლის 1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ მატანიდან სოფელ დუისამდე. (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
2. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე. (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
3. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე. (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
4. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ მატანამდე. (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.