სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებ ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებ 27 წლის გიორგი ცაძიკიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ახალგაზრდას ოჯახის წევრების განცხადებით, მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. გიორგი ამ დროსთვის მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

ოჯახმა შეძლო თანხის ნაწილის მობილიზება, მაგრამ ოპერაციის ჩასატარებლად კიდევ უფრო დიდი სახსრებია საჭირო. გიორგის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ან გადარიცხოთ თანხა ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:
☎ 0901700483 #საქველმოქმედო ზარი 1 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები : დედების_ფონდი
საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
#GE61KS0000000360801210