ახალი ამბები

26 წლის გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრებ, გიორგი იდოიძეს გულის გადანერგვა ესაჭიროება.
გიორგის მეგობრების თქმით, ოპერაცია, რომლის ღირებულება 150000$-ია ისრაელში უნდა ჩატარდეს, თუმცა ოჯახს გიორგის მკურნალობისა და ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ აქვს. 
ახალგაზრდას მეგობრების თქმითვე, მათ გიორგის დასახმარებლად და თანხის მოსაგროვებლად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები გამართეს.
 „გავაკარით პლაკატები, ვატარებთ ღონისძიებებს, და ვგეგმავთ კიდევ სხვადასხვა სახის აქტივობებს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა თანხა მოვაგროვოთ”,– განუცხადა knews.ge–ს გიორგის მეგობარმა ზურა ხვედაგურიძემ.
ოჯახი და მეგობრები საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვენ. ახალგაზრდას დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში: GE19BG0000000365782812 GEL
მიმღები: პაატა ცაძიკიძე
პირადი ნომერი : 08001037437 15-02-1996
მიმღები: ზურა ხვედაგურიძე
საქველმოქმედო ზარი (ღირებულება 1 ლარი) 0901700177
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე