სოფელ ვეჯინში ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს
რამდენიმე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული ორი პირის კონტაქტების მოძიებას ცდილობენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მეორე პირის ინფიცირება ახლო ოჯახური კონტაქტის შედეგად მოხდა.
,,10 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 180 ნიმუში.
ყველა მათგანის შედეგი ცნობილია და მათგანმხოლოდ ერთია დადებითი. ეს გახლავთ კახეთში მცხოვრები დადასტურებული შემთხვევის ახლო ოჯახური კონტაქტი. პირველ შემთხვევაში მოქალაქის დაინფიცირების ადგილია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც იგი მუშაობს.
კვლევაზე უკვე გასულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი. ინფიცირების წყარო ცნობილია, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და საკვლევი მასალის აღება. ეპიდკვლევის შედეგებს მოგვიანებით შეგატყობინებთ”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.