სოფელ ვეჯინში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული მამაკაცის დას, ვირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული პირის დას ვირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას, ვირუსის დადასტურების შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
,,გამოკვლეულ კონტაქტებს შორის ვირუსი დაავადებულის დას დაუდასტურდა. ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლიგთა ჯგუფი მუშაობს . სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ”,– განაცხადა ხიზანიშვილმა.
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.
ის სოფელში ტესტის პასუხებამდე 4 დღით ადრე იმყოფებოდა. მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.