ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს.

ეკლესიის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და წაღებულია შესაწირი.

,,დღეს ეკლესიაში მოსულმა, ვნახე რომ საკურთხეველთან ფანჯარა იუო გატეხილი, სავარაუდოდ ქურდები იქიდან არინ შესულები. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე,”–განაცხადა ქემაშვილმა.

ამ წუთებში ეკლესიაში პოლიცია და სასულიერო პირები იმყოფებიან.