ბოდბისხევის ტყეში ადამიანის ძვლების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ტყეში ადამიანის ძვლების ფრაგმენტები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის.
ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაცით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ძვლების ფრაგმენტებზე დანიშნულია ექსპერტიზა.