წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, წნორში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 20 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილიბებით წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.