ახალი ამბები

ყვარელში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო 25 წლამდე ქალმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.