თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასათვალიერებლად ვირტუალური ტური მომზადდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ვირტუალური ტური მომზადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად გაეცნოს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, ნახოს სხვადასხვა ლაბორატორიები, სასწავლო სივრცეები და დეტალურად დაათვალიეროს დაწესებულების ინფრასტრუქტურა.
,,ნიადაგის კვლევის ცენტრი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, ქიმიის ლაბორატორია, აგრარული კვლევების ლაბორატორია, ინოვაციური სწავლების ცენტრი, ევროპული სივრცე, ფრანკოფონიის ოთახი, კავკასიის კვლევის ცენტრი და ასევე ბევრი სხვა საინტერესო სივრცე”,- აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, Walkinto ∙ Virtual Tours- ის წარმომადგენლების თქმით, ტურის ფარგლებში მათ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 360°-ით გადაიღეს.
,,გავააქტიურეთ გადაადგილებისა და სხვადასხვა ინტერაქციული ღილაკები, შევადგინეთ ინდივიდუალური დიზაინის მენიუ მარტივი ნავიგაციისთვის, მოვახდინეთ ტურის ფორმატის ადაპტაცია დესკტოპის, პლანშეტის და ტელეფონის ვერსიებისთვის”,– აცხადებენ კომპანიაში.
ონლაინ ტური შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
https://bit.ly/3qoyfBv -ვირტუალური ტურის ლინკი.