ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

“კაკლის წყაროს” ქუჩა თელავში

ძველად ამ ქუჩას “კაკლის წყაროს ქუჩას” ეძახდნენ. აქ დრენაჟებით 2 მეტრი სიღრმიდან გროვდებოდა წყალი და მილში გადიოდა, რომლითაც მთელი უბანი სარგებლობდა.

ისტორიკოსების თქმით, სამწუხაროდ, ახლა ეს წყალი დაბინძურებულია და სასმელად მისი გამოყენება აკრძალულია.

,,ადრე კაკლის დიდი ხის ქვემოდან გამოდიოდა წყალი. შესაბამისი სახელი ეწოდა ქუჩასაც და წყაროსაც. კაკლის ხე კი ეკლესის მსახურებმა დაცულად გამოაცხადეს. იმ დროს ხალხს სწამდა, რომ თუ მისი ხის ფესვების ქვეშ გაძვრებოდი ყველა დაავადებისგან განიკურნებოდი. ქუჩა ასევე ცნობილია უამრავი ისტორიული ძეგლით”,- აცხადებს ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი.

წყარო : ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის კვლევებიდან.

 

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური