სოფელ ხაშმში ბუტიკის ტიპის სასტუმრო აშენდება
კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ) ჯგუფი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
კომპანიაში განმარავენ, რომ მშენებლობის პროცესი დაწყებულია და სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება.
„ხაშმში იქნება 25 ნომრიანი შატოს ტიპის სასტუმრო, აქ არის ღვინის მარანი, 4 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილონი ლარი იქნება.
მოთხოვნა კახეთზე საკმაოდ მაღალია. პანდემიის პერიოდშიც კი ეს რეგიონი გამოკვეთილად დატვირთული იყო და ვფიქრობთ, რომ ახალი სასტუმროების დამატება წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს,“ – აცხადებენ კომპანიაში.