ახალი ამბები

18 მარტს კახეთის მუნიციპალიტეტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

18 მარტს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება შეუწყდებათ ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აბონენტებს.
,,12:45-დან 18:30 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანს, 12:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანს, 12:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ჩანტლისყურეს, 13:00-დან 15:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ნაწილს, 10:00- დან 10:15 და 18:00-დან 18:15 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლს. სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება”,– აცხადებენ კომპანიაში.