განიხილება თუ არა კომენდანტის საათის გაუქმება
>ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს და დღის წესრიგშიც დგას, თუმცა როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა ამის შესახებ ჯერ არ საუბრობს.
“ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა. ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩნეთ, თუმცა დღის წესრიგში დგას და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს“-განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. აღნიშნულის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.