ახალი ამბები

კახეთის 5 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძეს თქმით, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული.

მისი განმარტებით, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას.

,,პროექტის ფარგლებში იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ინვესტიციას მომავალ თაობაში და რეგიონების მდგრად განვითარებაში.
„ეს კეთდება ბავშვებისთვის — ჩვენი ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ივარჯიშონ მაღალი დონის სტადიონებზე და ჰქონდეთ განვითარების რეალური შესაძლებლობა,“ —
აღნიშნა მინისტრმა.

პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებელებისთის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.