ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის თავმჯდომარე კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების დეპუტატები პარლამენტში, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი.
პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებს.