ყვარელში მდინარე დურუჯმა დამცავი ჯებირები დაანგრია
ყვარელში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე დურუჯი ადიდდა. დაანგრეულია დამცავი ჯებირები და განადგურებულია ერთწლიანი კულტურები.
როგორც knews.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, სალიკვიდაციო სამუშაოები ნაწილობრივ დაიწყო.
,,პირველი სტიქის შემდეგ, რომელიც მოხდა 5-6 მაისს, აღვადგინეთ ჯებირები და წუხანდელმა მოსულმა უხვმა ნალექმა კვლავ დააანგრია. დურუჯის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე სავარგულები, ერთწლიანი კულტურები დატბორილია და სავალალო მდგომარეობაშია. შევძელით და ნაწილობრივ დავიწყეთ სალიკვიდაციო სამუშაოები რადგან ამ ეტაპზე, სრულად ჩართვა ვერ ხერხდება. წყალი უნდა მოექცეს მდინარის კალაპოტში რათა თავიდან ავიცილოთ სავარგულების ხელახალი დატბორვა”, – განაცხადა knews.ge-სთან სესიაშვილმა.
მერისვე თქმით, ამ ეტაპზე ზარალის რაოდენობა უცნობია.