თუშეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთზე ჩარჩენილ მწყემსებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება
თუშეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთზე ჩარჩენილ მწყემსებთან და ტრაქტორის მძღოლებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძეს თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა რამდენიმე მონაკვეთზე ჩახერგილია, რის გამოც გაადაადგილებას ვერ ახერხებენ და მდგომარეობის გასარკვევად, ვეტმფრენის ჩართვაა საჭირო.
„სტიქიამ თუშეთის გზის დიდი ნაწილი დააზიანა. გზა ჩახერგილია რამდენიმე ადგილას, ეს არის მე-9, მე-14, 27-ე და 56-ე კილომეტრებზე. ჩამოწოლილია მეწყერი. ტექნიკა ჯერჯერობით დაზიანებულ მონაკვეთებზე მუშაობას ვერ იწყებს. თუმცა მანამდე ფშაველი-აბანო-ომალოს სავტომობილო გზაზე მუშაობდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სტიქიის დროს კი, იქ დარჩა ტექნიკა და ასევე დარჩენილი არიან ტრაქტორის მძღოლები და მწყემსები, რომლებიც თუშეთში, საგაზაფხულო საძოვრებზე მიერეკებდონენ ცხვარს. ჯერჯერობით მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, თუმცა ვგეგმავთ, რომ ვერტმფრენით გადავამოწმოთ, ვინმეს საფრთხე ხომ არ ემუქრება“, – განაცხადა თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ.