სეტყვამ სოფელ არბოშიკში ვენახები გაანადგურა
ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში ვენახები და ერთწლიანი კულტურები განადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია 10-15 წუთის განვალობაში გრძელდებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. უწყებაში განმარტავენ, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.