სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა.
ახალგაზრდას მამაკაცს გამოძიება ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. ამ ეტაპზე კი ადგილიდან ამოღებულია მხოლოდ ერთი. მეორე იარაღის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება.