კახეთში კიდევ ერთი კოვიდ კლინიკა ამოქმედდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება, კიდევ ერთმა საავადმყოფომ დაიწყო.
მოქალაქეებს დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც შეეძლებათ მკურნალობა.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა აგლაძის ინფორმაციით, კლინიკაში უკვე 24 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
,,უკვე გვყავს 24 პაციენტი, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. სათანადო აღჭურვილობა გვაქვს, მედპერსონალმაც გაიარა შესაბამისი გადამზადება”,- განაცხადა ხათუნა აგლაძემ.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ინფიცირებული 25 პაციენტის მოთავსების რესურსი აქვს.
დღემდე, რეგიონში, კოვიდით დაავადებულ პირებს, ოთხი, თელავის რეფერალური საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალი, არქიმედეს კლინიკა და თელავის ცენტრალური საავადმყოფო იღებდა.