დედოფლისწყაროში შესაძლოა კოვიდ–კლინიკამ დაიწყოს ფუნქციონირება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდ კლინიკა ამოქმედდეს.
მისი განცხადებით, კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება კოვიდ პაციენტების მიღებას დაიწყებს.
,,დღის წესრიგში დგას დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გადაკეთება კოვიდ-კლინიკად, როგორც კი გაჩნდება ამის საჭიროება. კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია. დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია’’,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში კოვიდ კლინიკები თელავის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს. რეგიონში ასევე შექმნილია კოვიდ სასტუმროები, სადაც დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობა ხდება.
რეგიონში ამ დროისთვის ვირუსის 7 432 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 52 ადამიანი.