ახალი ამბები

სოფელ შიბლიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მანაქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დედა და 2 მცირეწლოვანი გადმოყვანეს, თუმცა 42 და 52 წლის მამაკაცების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაშავებულები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.