თელავში მიმდინარე აქციას ორგანიზაცია ,,ჩვენ გავათენებთ” შეუერთდა
თელავში, თეატრის წინ მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციას, ორგანიზაცია “ჩვენ გავათენებთ” შეუერთდა.
ისინი სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აქციის მონაწილეებს.
“ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, ვუერთდებით საპროტესტო აქციას და ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას. დღეს ჩვენი ორგანიზაცია დაარიგებს საჩუქრებს ხალხმრავალ ადგილებში”,-განაცხადა knews.ge -თან საუბრისას ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნათათო გიორგაძემ.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია თელავში ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
თელავის თეატრის წინ თბილისიდან ჩამოსული გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
მათ კარვები აქვთ გაშლილი და ღამეს იქ ათენებენ.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური