ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობამედია ცენტრი კახეთიჟურნალისტური გამოძიება

სოციალური პოლიტიკა თელავში

80 წლის ზინა ენუქაშვილი თელავში მარტო ცხოვრობს. მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მას ხშირად საჭმლის და წამლის საყიდელი ფული არ აქვს. ის 10 წელზე მეტია ყოველდღიურად უმწეოთა და უპოვართა სასადილოს სტუმრობს და თავისი წილი საკვები სახლში მიაქვს.

 

ზინა ამბობს, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო, ზამთარში გათბობა არ აქვს და  ღუმლისთვის შეშა სჭირდება. ამ მიზნით, მერიის შესაბამის სამსახურს  წერილით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. არადა, თელავის მერიის სოციალურ სამსახურს სპეციალური ქვე პროგრამა აქვს რომელიც სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ხანდაზმულთა  ჯგუფისათვის ზამთრის სეზონზე შეშით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 

ქალბატონი ზინა გვიყვება, რომ  მერიის სოციალური პროგრამები მისთვის ძნელად ხელმისაწვდომია, რადგან  ადგილზე მისვლას და დიდხანს ლოდინს უკავშირდება. ამიტომ სხვადასხვა სახის დახმარებით სწორედ ის ადამიანები ვერ სარგებლობენ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ.

 

ზინა ენუქაშვილის მსგავსად მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებსაც. საკვები პროდუქტები და წამლები გაძვირდა, მათი ერთადერთი დახმარება კი უმწეოთა და უპოვართა სასადილოდან მიღებული ერთი ადამიანის სამყოფი საკვებია, რომლითაც ხშირად ოჯახის წევრებსაც კვებავენ.

 

როგორ მუშაობს თელავის მერიის სოციალური სერვისი და როგორია ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების სტრატეგიები სოციალური სერვისის გასაუმჯობესებლად, იხილეთ  ამ თემაზე   მომზადებული ვრცელი მულტიმედიური სტატია:

 

სოციალური პოლიტიკა თელავში- პრობლემები და გამოწვევები

 

მასალის ლინკი:

https://spark.adobe.com/sp/design/page/urn:aaid:sc:EU:3306086c-a740-4034-8e19-120d386beeb6