არჩევნები და საზოგადოება
საარჩევნო გადაცემათა ციკლი ეთერში გადის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 17 საათზე. გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რადიოს და ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე მოგვიანებით შეგიძლიათ თვალი მიადევენოთ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე knews.ge ზე.
მოგვწერეთ კითხვები ლაივ რეჟიმში, რომელზე პასუხებსაც ჩვენი გადაცემის სტუმრები გაგცემენ.
საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნებამდე თითქმის ორიოდ კვირა რჩება. პოლიტიკოსები ცდილობენ მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობა გააცნონ და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდონ. თუმცა რამდენად აისახება მოქალაქეთა საჭიროებები პოლიტიკური პარტიებისა და შემდგომ მათ მიერ დაყენებული მერის/საკრებულოს კანდიდატების პროგრამებზე, ძნელი სათქმელია რადგან ხშირად პოლიტიკოსები ხალხის რეალურ საჭიროებებს აცდენილნი არიან.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ სწორედ იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე, რაც საზოგადოების სხვადახვა ჯგუფებს აქვთ.
ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც რომელზეც ,,რეგიონის განვითარების ცენტრმა“ იმუშავა. გამოიკვლიეს და შეისწავლეს მიზნობრივი ჯგუფების პრობლემები და რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინეს.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.