გურჯაანში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ წარადგინა



გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობაზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის.

მისი თქმით, კანდიდატი წარადგინა ორმა პარტიამ. ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს ზურა უტიაშვილი იყრის, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი სერგი კაკალაშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს პარტიული სიას, მაია ჩუთლაშვილის თქმით, 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა. მისი თქმითვე, რაც შეეხება გენდერულ ბალანსს ყველა პარტიას აქვს დაცული.